​​​​​​​ელექტრონული დუეტი - Holy Moly

10 დეკემბერი 2023, 11:41 1769 ნახვა

​​​​​​​ელექტრონული დუეტი - Holy Moly

ელექტრონული დუეტი Holy Moly 2019 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც ვოკალისტმა თინა ჯანელიძემ ქავერ პროგრამისთვის ფონოგრამის შესაქმნელად დამოუკიდებელ პროდიუსერსა და მუსიკოსს ლაშა ყიფშიძეს მიმართა. იმ დროისთვის ლაშა საავტორო მუსიკას ქმნიდა და რამდენიმე ნამუშევარი უცხოურ ლეიბლზეც ქონდა გამოქვეყნებული. ერთობლივმა მუშაობამ მუსიკოსები საერთო საავტორო მუსიკის შექმნის იდეამდე მიიყვანა. მას შემდეგ დუტმა ათამდე მცირე და საშუალო ზომის ალბომი გამოსცა სხვადასხვა უცხოურ ლეიბლზე. ეს ნამუშევრები ძირითადად ტექნოს მიმართულებისაა - ზოგი მათგანი ეთნო-ორიენტალური ელფერით. აქვე იპoვნით მელოდიქ ტექნოს ნიმუშებსაც, ინსტრუმენტულსა თუ ვოკალურს.