ქალთა ოთახის საქმიანობა მუნიციპალიტეტებში
# „კონტაქტი“
რამდენიმე წლის წინ, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ „მერსი ქორფს “-მა , კავკასიის ალიანსების პროგრამის ფარგლებში, ქვემო ქართლში პირველი ქალთა ოთახი გახსნა. ეტაპობრივად ქალთა ოთახებმა სხვა რეგიონებშიც დაიწყო ფუნქციონირება ,მათ შორის აჭარაში.
როგორ აისახა ქალთა ოთახის საქმიანობა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალების გაძლიერებაზე -ამაზე დღევანდელი, 18 დეკემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო შუახევის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახის მენეჯერი თამილა ფუტკარაძე.
თბილისიდან ტელეფონით გვერთვებოდა საქართველოს ქალთა ოთახების გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი ფატიმა ბოლქვაძე.