უშვილობის მკურნალობა და დიაგნოსტიკა

20 დეკემბერი 2023, 17:09 6573 ნახვა

უშვილობის მკურნალობა და დიაგნოსტიკა

# „კონტაქტი“

ორსულობა ქალის ორგანიზმის ერთ-ერთი ბუნებრივი მდგომარეობაა. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, წყვილთა 12-15% უშვილო წყვილებს მიეკუთვნება.იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინა უშვილობის სამკურნალოდ სხვადასხვა ტექნოლოგიებსა და მეთოდებს იყენებს სტატისტიკა მზარდია, მიზეზი კი სხვადასხვა.

გასულ წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ „ უშვილობის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის '' პროგრამა აამოქმედა . 2024 წელს პროგრამის ბენეფიციართა ჩამონათვალი ფართოვდება.

დღევანდელ, 20 დეკემბრის გადაცემაში უშვილობის მიზეზებზე, დიაგნოსტიკაზე, მკურნალობაზე და “უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის” პროგრამის დაფინანსების წესსა და მოსარგებლეებზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი ირმა რამიშვილი.

ტელეფონით გვერთვებოდა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მანანა ფაღავა.