# რა გამოწვევების წინაშე არიან აჭარაში მცხოვრები შშმ პირები

05 თებერვალი 2024, 18:05 5893 ნახვა

# რა გამოწვევების წინაშე არიან აჭარაში მცხოვრები შშმ პირები

#კონტაქტი

იმის მიუხედავად, რომ არსებობს უამრავი საერთაშორისო თუ შიდასახელმწიფოებრივი დოკუმენტი, რამაც უნდა უზრუნველყოს შშმ პირთა უფლებების რეალიზაცია, სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და ქვეყნის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მათი ჩართულობა , შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები პრობლემებს მაინც აწყდებიან.

რა გამოწვევების წინაშე არიან აჭარაში მცხოვრები შშმ პირები და რაში ეხმარება მათ ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრისა და შშმ ქალთა ალიანსის ერთობლივი პროექტები -ამაზე დღევანდელი, 5 თებერვლის გადაცემაში ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის თავმჯდომარემ რამინ მაჭარაშვილმა და შშმ ქალთა ალიანსის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დეა ერემაშვილმა ისაუბრეს.