# საველე სწავლება ამერიკელი ექსტენციონისტის მონაწილეობი
#კონტაქტი
ამერიკის შეერთებული შტატების ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორმა და ექსტენციის სპეციალისტმა რეზა რაფიმ , გამოცდილების გაზიარების მიზნით, აგრარული მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და ფერმერებს ქობულეთის, ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტებში, მოცვის კულტურის სხვლა-ფორმირების საკითხებზე სამდღიანი საველე სწავლება ჩაუტარა. საველე ტრენინგი ბსუ-ს აგროსკოლისა და აგრარული ექსტენციის ცენტრის ბაზაზე განხორციელდა.
დღევანდელი, 27 მარტის გადაცემა ამ თემას დაეთმო.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ- მამუკა თურმანიძე ,ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგროსკოლის დირექტორი; გიორგი მახარაძე, ბსუ -ს აგრარული ექსტენციის ცენტრის ხელმძღვანელი.