# თამბაქოს მავნებლობა

10 აპრილი 2024, 17:10 4833 ნახვა

# თამბაქოს მავნებლობა

#კონტაქტი

თამბაქოს მოწევა ერთ-ერთი მსოფლიო ეპიდემიაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, თამბაქოს მილიარდზე მეტი ადამიანი მოიხმარს და მათგან სტატისტიკურად რამდენიმე მილიონი მწეველი იღუპება . უმეტესობის გარდაცვალების მიზეზი ამ მცენარისგან დამზადებული სიგარეტის პირდაპირი გამოყენებაა, ფატალური შემთხვევების ნაწილი კი მეორეული კვამლის შესუნთქვას უკავშირდება.

რა იწვევს თამბაქოზე დამოკიდებულებას , რა გავლენას ახდენს იგი ადამიანის ჯანმრთელობაზე და რატომ უჭირთ მასზე უარის თქმა -ამაზე დღევანდელი, 10 აპრილის გადაცემაში “მედცენტრის“ ოჯახის ექიმმა , მედიცინის დოქტორმა ირინა ქოქოლაძემ ისაუბრა.