მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის

17 აპრილი 2024, 16:55 5914 ნახვა

მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის

#კონტაქტი

ჯანსაღი მომავალი თაობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს . მაგრამ იმისთვის , რომ ახალშობილი ჯანმრთელი დაიბადოს , ორსულობის პერიოდი უნდა იყოს სწორად მართული და ორსული ინფორმირებული იმ თემებზე , რაც ახალი სიცოცხლის მუცლადყოფნის პერიოდს, მშობიარობას და ბავშვის ასაკობრივი განვითარების პირველ ეტაპებს უკავშირდება.

საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის „მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის“ ფარგლებში , მშობელთა სკოლა ფუნქციონირებს , სადაც მომავალ მშობლებს: მეან-გინეკოლოგი, ნეონატოლოგი, ფსიქოლოგი და ფიზიკური თერაპევტი, მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან.

დღევანდელი , 17 აპრილის გადაცემა ამ თემას დაეთმო.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ: ნინო ქარცივაძე, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი; მზევინარ მასხულია, მეან-გინეკოლოგი;ნანი მელიქაძე, ექიმი -ფსიქოლოგი.