# თბილისის საგუნდო მუსიკის მეთოთხმეტე საერთაშორისო ფესტივალი #კლასიკური მუსიკის საღამო ბათუმში

19 აპრილი 2024, 17:12 5061 ნახვა

# თბილისის საგუნდო მუსიკის მეთოთხმეტე საერთაშორისო ფესტივალი #კლასიკური მუსიკის საღამო ბათუმში

#კონტაქტი

10 აპრილს დაიწყო და 28 აპრილს დასრულდება თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც მიწვეულია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა. ფესტივალის მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადაციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია.

ამ თემაზე დღევანდელი, 19 აპრილის გადაცემის პირველ ნაწილში ისაუბრა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელის მთავარმა ქორმაისტერმა ქეთევან მანელიშვილმა.

გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო კლასიკური მუსიკის საღამოს, რომელიც 29 აპრილს გაიმართება ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში . მსოფლიოში აღიარებული პიანისტი თამარ ლიჩელი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს.

„კონტაქტის“ სტუმრები იყვნენ პიანისტი თამარ ლიჩელი და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი დავით მუქერია. (სატ. ჩართვები)