#მოხალისეობის რეგიონული ფორუმი
#კონტაქტი
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და აჭარის რეგიონული ჰაბის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ბათუმში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა.ფორუმის მიზანი იყო მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია,მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა და რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა.
დღევანდელი, 1 მაისის გადაცემა ამ თემას დაეთმო.
„კონტაქტის „ სტუდიის სტუმრები იყვნენ ნანა დიასამიძე , „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენელი, აჭარის რეგიონული ჰაბის მენეჯერი და ნათია ვერძაძე, მოხალისეობის რეგიონული ფორუმის ერთ-ერთი მონაწილე , ბსუ-ს სტუდენტი .