# ბათუმის სამედიცინო აკადემია-რეგისტრაცია პროფესიულ პროგრამებზე

10 მაისი 2024, 14:00 4722 ნახვა

# ბათუმის სამედიცინო აკადემია-რეგისტრაცია პროფესიულ პროგრამებზე

# კონტაქტი

ცოტა დრო რჩება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის დასრულებამდე. პროცესი 22 აპრილს დაიწყო და 16 მაისის ჩათვლით გრძელდება.

2024 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული პროგრამების ფართო არჩევანია.

ჩარიცხვის შემთხვევაში სტუდენტი მოიპოვებს სახელმწიფო დაფინანსებას.

რომელ პროფესიულ პროგრამებზე გამოაცხადა მიღება ბათუმის სამედიცინო აკადემიამ-ამ თემას დღევანდელი, 10 მაისის გადაცემა დაეთმო.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ: შორენა უზუნაძე -ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორის მოადგილე.

ინგა შალამბერიძე -სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი, ადნისტრაციული სამსახურის უფროსი.

მზია ბაკურიძე - სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი.