Keren Batok მუსიკოსი და  პერფომერი

15 ივნისი 2024, 14:53 1195 ნახვა

Keren Batok მუსიკოსი და  პერფომერი

Keren Batok მუსიკოსი და  პერფომერი გახლავთ სოხუმიდან. ამჟამად ზუგდიდში ცხოვრობს. კერენს მისი ინტერნაციონალური მუსიკალური პროექტების წყალობით საზღვარგარეთ უფრო იცნობენ, ვიდრე სამშობლოში. ინგისურ ლექსებს იგი დიდი ხანი წერდა, თუმცა მათი ამღერება საკმაოდ გვიან დაიწყო -  2016 წელს მექსიკელი მუსიკოსის ანჰელ კაუფის მოწადინებით, რომელმაც სოციალურ ქსელში, მსგავსი მუსიკალური გემოვნების ადამიანების გაერთიანებაში აღმოაჩინა კერენი და მისი ლირიკა. თავდაპირველად ანჰელმა მისი პროექტისთვის Stockhaussen ტექსტის დაწერა და ვოკალური პარტიის შესრულება სთხოვა. შემდეგ მათი მონაწილეობით შეიქმნა პოს პანკ მიმართულების Isotropia. ამის პარარელურად, პოლონეთში ყოფნისას კერენმა იქაური ხმის დიზაინერ Philip Pace-თან ერთად შექმნა პროექტი PSI, რომელიც უფრო რეჩიტატიული, დეკლარაციული ტექსტისა და მუსიკალური ხმებით შემდგარი ექსპერიმენტია. მოგვიანებით კერენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ბერძენმა მუსიკოსმა, რომელიც ინკოგნიტოდ რჩება და Metal Disco-ს სახელით  სხვადასხვა მუსიკოსებთან თანაშრომლობს. და ბოლოს თურქული ტექნოს სიმბლოსთან Tolga-სთან ერთად შეიქმნა ინდასტრიალ, ექსპერიმენტულ ნოიზ დუო LESHI.