ფრანსუაზა არდი

22 ივნისი 2024, 16:16 1561 ნახვა

ფრანსუაზა არდი

მართალია, რომ 50-60-იანი წლების ომისშემდგომმა საფრანგეთმა ბევრი საკულტო ფიგურა გამოაჩინა, პირველ რიგში ფრანგულ და ევროპულ პოპულარულ კულტურასა თუ ცნობიერში, და ისინი ქმნიდნენ იმ პარიზულ იდენტობას, რაც იმდენად სასურველი, უნიკალური, მრავალსახოვანი და ცოცხალი იყო, რომ მოგვიანებით ერთგვარი კომერციული ბრენდიც კი გახდა და დღემდე ვხედავთ ამ ეპოქის გაყიდვის თუ კომერციალიზაციიის ეფექტიანობას, მაგრამ, ვერავინ (ან თითქმის ვერავინ) შეძლო იმ მშვენიერი დეკადის სულის, ფანტაზიის, სუნის და თავის მხრივ მელანქოლიური ელემენტების ისე დაჭერა, გადმოცემა, როგორც ეს გააკეთა ფრანსუაზა არდიმ.