# „მომავლის ზღვაოსნობა: უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა“
# კონტაქტი
11 - 12 ივლისს , ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მომავლის ზღვაოსნობა: უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა“. კონფერენცია მიეძღვნა „ზღვაზე სიცოცხლის გადარჩენის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მიღების 50 წლისთავს . კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მკვლევრები და სტუდენტებმა აქტუალური სამეცნიერო ნაშრომები წარადგინეს .
დღევანდელი, 15 ივლისის გადაცემა ამ თემას დაეთმო.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ: აბდულ კახიძე, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე; ნინო ყურშუბაძე , ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის უფროსი; ირაკლი მემარნე, საზღვაო აკადემიის სტუდენტი , კონფერენციის მონაწილე.