ამარო ფრეიტას - ამაზონის ჯუნგლების ხმა
მინდოდა, ეს პიესები ჯუნგლების ხმასავით მოსასმენი ყოფილიყო - თქვა ბრაზილიელმა მუსიკოსმა, ამარო ფრეიტასმა. მოსმენისას კი რწმუნდები, რომ მან გარდა ჯუნგლების ხმებისა, შეძლო დიადი ამაზონის მდინარისა და თვალუწვდენელი ტყეების, ბრაზილიური ფოლკლორში არსებული ყველა მაგიური არსების ხმა გადმოეცა.