# ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი 65 წლისაა
# კონტაქტი
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: ,,ბიომრავალფეროვნების ცალკეული კომპონენტის შესწავლა, დაცვა, შენარჩუნება, გონივრული გამოყენება“. მეცნირებს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ინსტიტუტის წარმატებაში უნივერსიტეტის საპატიო ჯილდო – შოთა რუსთაველის სახელობის მედალი გადაეცათ.
დღევანდელი, 11 ოქტომბრის გადაცემა ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ისტორიას და თანამედროვე გამოწვევებს დაეთმო.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მარიამ მეტრეველი.