Mother on Mondays – Funicular I GDEmpire - ცანგალა და გოგონა - ბიბი კვაჭაძის რემეიქი.

15 ოქტომბერი 2024, 12:01 292 ნახვა

Mother on Mondays – Funicular I GDEmpire - ცანგალა და გოგონა - ბიბი კვაჭაძის რემეიქი.

 

Mother on Mondays – Funicular

ალტერნატიული მიმართულების ჯგუფი Mother on Modays გასული საუკუნის 90იანებიდან იღებს სათავეს. ორი ალბომის (Clear and Cold და Friends) ჩაწერის შემდეგ ჯგუფი დაიშალა და 20 წლის თავზე, 2016 წელს კვლავ შეიკრიბა მესამე ალბომის Dreams ჩასაწერად. ამ გააქტიურებას კვლავ პაუზა მოყვა, თუმცა ჯგუფის წევრები, სოლო პროექტების სახით ძველებურად აგრძელებდნენ მუსიკალურ საქმიანობას.
და აი ყველასთვის მოულოდნელად გამოქვეყნდა ჯგუფის მეოთხე ალბომი Funicular, რომელზეც პირველი შემადგენლობის სამმა წევრმა გოგი ძოძუაშვილმა, ლევან ჯავახიშვილმა და ვაჟა ბექაურმა იმუშავეს.

 

ბიბი კვაჭაძე - ქართული ცეკვის იმპერია

ქართული ალტერნატიული მუსიკის გამორჩული პროექტი Georgian Dance Empire სპონტანური წამოწყების შედეგი გახლდათ - 80იანებისა და 90იანების მიჯნაზე ქართულ მუსიკალურ ანდერგრაუნდში მოღვაწე მუსიკოსები დადა დადიანი, სერგი გვარჯალაძე, ბიბი კვაჭაძე და გოგი ჭილაშვილი ერთმა იდეამ 1993 წელს ხმისჩამწერ სტუდიაში მიიყვანა. შედეგად იმ დროისთვის ქართული რეალობისთვის მეტად უცხო, თუმცა მსოფლიო მუსიკალური ტენდეციების თანმხვედრი პრეოქტი შექმნეს - ქართული ცეკვის იმპერია.
პრეოქტის ერთ-ერთმა მონაწილემ ბიბი კვაჭაძემ ამდენი წლის შემდეგ, იმ დროს ჩაწერილი ერთ-ერთი კომპოზიციის ახალი ვერსია შესთავაზა მსმენელს არსებული ჩანაწერის გამოყენებით. სიმღერას „ცანგალა და გოგონა“ ქვია.