# ერთად ავაშენოთ “ბრილი-არტი” მაღალმთიან აჭარაში
#კონტაქტი
დღევანდელი, 15 ნოემბრის გადაცემა დაეთმო ორბელიანი მეტი-ს იდეების კონკურსის გამარჯვებულ პროექტს „ერთად ავაშენოთ ,,ბრილი-არტი" მაღალმთიან აჭარაში“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სოფელ ბრილში შეიქმნება მულტიფუნქციური სივრცე, რაც ხელს შეუწყობს კულტურული ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას.პროექტს სჭირდება საზოგადოების თანადგომა-დაწყებულია სახალხო დაფინანსების კამპანია.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ლია კასპელაშვილი,არტ-სტუდია „ანდამატის“ დამფუძნებელი და სოციალური საწარმო „ბრილი-არტის“ დირექტორი.
ტელეფონით გვერთვებოდა გუგული ბოლქვაძე,სოფელ ბრილის მკვიდრი, სოციალური საწარმო ''ბრილი-არტის'' გუნდის წევრი.