დილის რადიო

17 თებერვალი 2025, 11:04 1141 ნახვა

დილის რადიო

17 თებერვალი , ორშაბათი 2025 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

დღეს 17 თებერვალია. ორშაბათი 8 საათი და 30 წუთია ახლა საქართველოში და ტალღაზე ფმ 104 და 5 გადაცემა დილის რადიო იწყება  ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად ორი მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვის გამო დილის რადიოს შემოქმედებითი ჯგუფი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. 

გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

ინფორმაციები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე

#სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად ბათუმი თავისუფალ პირამიდაში ქალთა და მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. როგორ ვითარდება რეგიონში ბილიარდი და როგორია სამომავლო გეგმები? #დილის რადიოს სტყმარი: თემურ კახიძე - აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტი

ფაქტები და მოვლენები, რომელიც 17 თებერვლითაა დათარიღებული

#Mostat - ჭკვიანი მოწყობილობა გათბობის ქვაბისთვის-ამ თემას ეთმობა ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი“ #რუბრიკის სტუმარი: თათა კოზმავა; Mostat-ის თანადამფუძნებელი და მარკეტინგის უფროსი; 

#სტაჟირების პროგრამა # სასერთიფიკატო კურსები #თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერა

#დილის რადიოს სტუმარი: ლელა ინალიშვილი -ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი 

რუბრიკაში „მუზეუმი“ დღეს მოგიყვებით მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ომის საწინააღმდეგო ნახატის შესახებ-ეს არის პაბლო პიკასოს „გერნიკა:“ ნახატი შექმნისთანავე გახდა ფართოდ ცნობილი და აღიარებული, გობელენში შესრულებული მისი ასლი ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაშია გამოფენილი, როგორც მძლავრი შეხსენება იმისა, თუ რა სასტიკი საზღაურის გაღება უხდება ადამიანს ომის გამო.

# სიკეთის სპონტანურად გამოხატვის დღე.

#დილის რადიოს სტუმარი ფსიქოლოგი ანანო დიასამიძე

ამინდის პროგნოზი