დილის რადიო
11 მარტი სამშაბათი 2025 წელი
მისალმება გადაცემის ანონსი
ამინდის პროგნოზით კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება
გაგაცნობთ ინფორმაციებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე
სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად
დღეს 83 წლის გახდებოდა ანსამბლ „ივერიის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო არტისტი ალექსანდრე ბასილაია. მისი და თანამედროვე ქართული მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვების ხანა იწყება 1968 წლიდან, როცა ალექსანდრე ბასილაია „ივერიის“ ხელმძღვანელი გახდა
11 მარტი სხვა არაერთი საინტერესო ფაქტითა და მოვლენით შევიდა ისტორიაში , მათ შესახებაც მოგიყვებით
ერთი ჰიტის ისტორია - The Beatles - Penny Lane ბაზაშია,
#რუბრიკაში „ოქროს ფონდი“დღეს გავიხსენებთ ანა კალანდაძეს -პოეტს, რომელიც სიცოცხლეშივე აღიარა ხალხმა ქართული მწერლობის კლასიკოსად და პოეზიის დედოფლად, მისი პოეზია სიყვარულის აპოლოგიაა, რომელზეც მომავალში, ალბათ, კიდევ მეტი ითქმება, ვიდრე თქმულა. ანა კალანდაძის გარდაცვალებიდან დღეს 17 წელი გავიდა
#დღეს სამშაბათია და ტრადიციულად „დილის რადიოს“ ეთერში მოისმენთ სალომე ბეჟანიძის რუბრიკას „მარსელ პრუსტის კითხვარი“ . #რუბრიკის სტუმარია პროფესიით იურისტი და ამასთან სპორტსმენი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ნათია დევაძე
#პოზიტიური მშობლობა #დილის რადიოს სტუმარი ფსიქოლოგი ანანო დიასამიძე 1
#კლასიკური ქროსოვერი-ამ თემას ეთმობა გიორგი ლორიას რუბრიკა „არტფაილი:“
სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად
ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება