დილის რადიო
31 მარტი ორშაბათი 2025 წელი
დღეს 31 მარტია დღეს 34 წელი გავიდა საქართველოს რესპუბლიკაში 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმიდან . რეფერენდუმმა მხარი დაუჭირა ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, რაც იმავე წლის 9 აპრილს მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო აქტით გაფორმდა. 31 მარტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. „ყველა ჩვენგანის ხმა 31 მარტს შეიძლება ის ერთადერთი იყოს, რომელიც გადაწყვეტს ჩვენი სახელმწიფოს — საქართველოს ბედს“ - ეს სიტყვები ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დღეს 86 წლის გახდებოდა. დღვანდელი დღის მნიშვნელობას დილის რადიოში არაერთხელ შევეხებით
31 მარტის გადაცემის ანონსი
ამინდის უტყუარ პროგნოზს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ
გაგაცნობთ ინფორმაციებს ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე
#სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება. # ბათუმის მერიის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე წლის საუკეთესო სპორტსმენი მამუკა კორძაია გახდა.საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო კი ჯემალ კილაძემ მიიღო. როგორია საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრების 2025 წლის კალენდარი და რა გეგმები აქვს ნაკრებს?
#დილის რადიოს სტუმრები: ჯემალ კილაძე - საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მამუკა კორძაია - მსოფლიო ჩემპიონი ქვიშის ჭიდაობაში
31 მარტით დათარიღებულ საინტერესო ფაქტებსა და მოვლენებზე ვისაუბრებთ
#დღეს 34 წელი გავიდა საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმიდან. შეკითხვას "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?"- ამომრჩეველთა 98-მა პროცენტმა გასცა დადებითი პასუხი.
#გზა რეფერენდუმამდე და 1991 წლის 31 მარტი. ის , რაც არ უნდა დაგვავიწყდეს
#დილის რადიოს სტუმარი ჯემალ კარალიძე -ბსუ-ს პროფესორი
#თემატური ფორუმები კულტურის. სპორტისა და ტურიზმის მიმართულებით კურორტ გოდერძიზე
#დილის რადიოს სტუმარი: ლელა ინალიშვილი - ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი
#Wiggly - ციფრული ვეტ-კლინიკა; - ამ თემას ეთმობა ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი“
#რუბრიკის სტუმარია : თორნიკე ჩუნთიშვილი, Wiggly-ს თანადამფუძნებელი;
ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან