ჰირაიამას სრულყოფილი დღეების შუქ-ჩრდილები
Perfect days - სრულყოფილი დღეები, ესაა ფილმი, პოეტური სიმფონია ჰირაიამაზე, რომელიც უბრალოებით ტკბება, ცხოვრობს აქ და ახლა. მოცემულ წამსა და სივრცეში. აწმყო - ჰირაიამას ღირებულებათა სისტემის ქვაკუთხედია. იცხოვრო დღევანდელი დღით, სრულად მიიღო და შეიგრძნო იმ დღის ყველა გრადაცია, იქნება ეს ყოველდღიური რუტინული საქმე - როგორც ტუალეტების წმენდაა, თუ ტოკიოს პარკებში ხეებისა და მზის სხივების ვალსით მედიტაცია.