დილის რადიო

08 დეკემბერი 2025, 11:20 201 ნახვა

დილის რადიო

8 დეკემბერი ორშაბათი

გადაცემის სრული ჩანაწერი

ამინდის უტყუარ პროგნოზს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ 

8 დეკემბერით დათარიღებულ მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებზე ვისაუბრებთ 

#შემოქმედება ქუჩაში გვახსენებს, რომ ხელოვნება არ არის მხოლოდ მუზეუმისა და სცენის საქმე. ის ჩნდება იქ, სადაც ადამიანები ცხოვრობენ- ქეთი ზოსიძის სიუჟეტი დილის რადიოში

#გიორგი რამიშვილმა მოფარიკავის კარიერა ადრეულ ასაკში დაასრულა და სპორტიდან დიდი გულისტკივილით წავიდა. შემდეგ მან მეზღვაურის პროფესია აირჩია, თუმცა მთელი გონებითა და გულით კვლავ სპორტში რჩებოდა. წლების შემდეგ გიორგი საყვარელ საქმეს დაუბრუნდა. დღეს იგი აჭარის მოფარიკავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია და მოსწავლეებს საკუთარი ცხოვრების მაგალითზე ასწავლის როგორ არ უნდა დანებდნენ უამრავი სირთულის მიუხედავად. # გიორგი რამიშვილი სეო წილოსანის რუბრიკაში "ჩემპიონების გზა''

#Game development-ის, ვიდეო თამაშების დეველოპმენტის გამოწვევები საქართველოში-ამ თემას ეთმობა ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი‘’ #რუბრიკის სტუმარი: საბა დეკანოსიძე - ვიდეო თამაშების დეველოპერი და 3D არტისტი

#ბიაფის კინოკვირეული

მცირე ბიუჯეტის გამო ბიაფი წელს კინოკვირეულით იქნება წარმოდგენილი. 13-17 დეკემბერს კინოკვირეულის ფრგლებში ნაჩვენები იქნება როგორც სრულმეტრაჟიანი, ისე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია.

#დილის რადიოს სტუმარი: ზვიად ელიაზიანი-ბიაფის მენეჯერი

#(ჩართვა დილის ტალღაში) #მზადება პრემიერისთვის 13 დეკემბერს,ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, გაიმართება პრემიერა სპექტაკლისა - „მაკნატუნა“ 

#დილის რადიოს სტუმრები: რეჟისორი - სალომე ჯიჯავაძე და ირაკლი კიკვაძე -ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი

#1-4 დეკემბერს თბილისში დოდო ცინცაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი და დაჯილდოება გაიმართა. დოდო ცინცაძის სახელობის პრემიის ლაურეატებს შორისაა ჩვენი თანაქალაქელი ქეთევან მანელიშვილი-ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის პედაგოგი , ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელის მთავარი ქორმაისტერი

#დილის რადიოს სტუმარი: ქეთევან მანელიშვილი, პედაგოგი და ქორმაისტერი

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან