02 ნოემბერი 2017, 00:00 6441 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ახალ სეზონში, "ბათუმმა" განახლებული შემადგენლობით და ახალი მწვრთნელის თაოსნობით პირველი საშინაო შეხვედრა ჩაატარა. ბათუმელებმა "სოხუმს" უმასპინძლეს და დამაჯერებელი ანგარიშით 83:64 დაამარცხეს. ოთხივე მეოთხედი "ბათუმის" აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა, ყველაზე შედეგიანი კი ბათუმელთაგან უკრაინელი ლეგიონერი - ილია შემოსიუკი იყო, რომელმაც 24 ქულა დააგროვა. მომდევნო შეხვედრას ვლადიმირ ბოსნიაკის გუნდი, 4 ნოემბერს "მარნეულის" წინააღმდეგ გამართავს.