05 დეკემბერი 2017, 00:00 6181 ნახვა

ნოემბრის დასასრულს თბილისში, ბერ გაბრიელ სალოსის გამზირზე, უპრეცედენტოდ მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, რომელმაც საზოგადოებაში ხანგრძლივი დებატები გამოიწვია. ხალხი ალაპარაკდა მოვლენის გაშუქების პროცესში მედიის პასუხისმგებლობასა და მოსახლეობასთან ხელისუფლების არასრულფასოვან კომუნიკაციაზე. პასუხისმგებლობასა და პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები დაისვა ბათუმის სასტუმრო „ლეოგრანდში“ დატრიალებულ ტრაგედიასთან მიმართებაშიც. ამ და გასული თვის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე „ანარეკლების“ გადაცემაში „ნოემბერი 2017“ ჟურნალისტი მაია მამულაშვილი საუბრობდა.