23 თებერვალი 2017, 20:00 10199 ნახვა

ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში საქართველოს დამსახურებული პედაგოგის ინგა ბოცვაძის მოსწავლეების მონაწილეობით კლასიკური მუსიკის საღამო ჩატარდა. ამ თემას დაეთმო გადაცემაში "დილა 104-სა და 5-ზე" ინგა მებონიას რუბრიკა "არტ-რადარი". რუბრიკის სტუმრები იყვნენ თამარ რომანაძე, მიშიკო დუმბაძე და საბა მიქელაძე. ტელეფონით ჩაგვერთვნენ საქართველოს დამსახურებული პედაგოგი ინგა ბოცვაძე და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი მამუკა ალაფიშვილი. ყოველ პარასკევს გადაცემაში "დილა 104-სა და 5-ზე" ჩვენს რადიომსმენელებს ტურიზმის სფეროს სიახლეებს და ჩვენი რეგიონის უფრო უკეთ გასაცნობად და უქმე დღეებში შთამბეჭდავი დასვენების მოსაწყობად, საინტერესო ტურს ვთავაზობთ. დღევანდელი, 24 თებერვლის გადაცემის სტუმარი იყო აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე