05 ოქტომბერი 2017, 20:00 12663 ნახვა

აჭარის რადიოს გადაცემა “კომპეტენტური პასუხი“ საარჩევნო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. საეთერო დრო ბათუმში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს დაეთმო. სტუდიაში დასმულ შეკითხვებს ნომერ მე- 7 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეთერ მანელიშვილი და 10-ე ოლქში წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი ჯემალ პაქსაძე პასუხობდნენ. მე-9  ოლქში წარდგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ნოდარ მამულაძემ გადაცემაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.