10 დეკემბერი 2017, 20:00 12969 ნახვა

გაზის სისტემის გაუმართაობა, დაუდევრობა თუ სხვა რამ- რა გახდა ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში აფეთქების მიზეზი და დათვლილია თუ არა ზარალი?- ამ და სხვა შეკითხვებს „კომპეტენტურ პასუხში“ კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა“ დირექტორი დავით ლეკიშვილი და ახლედიანის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში, აფეთქების ერთერთი თვითმხილველი, აჭარის რადიოს მენეჯერი დავით ტრაპაიძე პასუხობდნენ. პირდაპირ ეთერში ბათუმის მერიის აიპი „ბათუმის კორპუსის“ დირექტორი დავით კასრაძე ჩაერთო.