18 მარტი 2018, 20:00 12850 ნახვა

კოალიცია „შინ მოვლა-საქართველოს“ წარმომადგენლები მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შინ მოვლის პროგრამის კვლევის შედეგებს ასაჯაროვებენ. მათი განცხადებით, ბათუმში ყველაზე რთული ვითარებაა. პროგრამის ბენეფიციარები განკუთვნილ სერვისებს სრულფასოვნად ვერ იღებენ. მესამე სექტორი მომწოდებელი კომპანიის მუშაობის ხარვეზებზე საუბრობს, მერიას კი პროგრამის მონიტორინგს უწუნებს. კოალიციაში შესაძლო კორუფციული სქემის არსებობასაც არ გამორიცხავენ. რა ხარვეზები გამოიკვეთა შინ მოვლის პროგრამაში და როგორია მერიის წარმომადგენელთა პასუხი?- ამ თემაზე „კომპეტენტურ პასუხში“ კოალიცია „შინ მოვლა საქართველოს“ ხელმძღვანელი უჩა ვახანია და ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გოჩა ჯიბლაძე საუბრობენ. პირდაპირ ეთერში „საქართველოს კარიტასის“ მანანა მენაბდე ჩაერთო.