03 მაისი 2018, 20:00 16127 ნახვა

ანტიბულინგური კამპანია და ბავშვზე ძალადობის პრევენცია -გადაცემაში ,,ღია ეთერი '' - FM 104.5... 4 მაისს, მსოფლიოში ბულინგის საერთაშორისო დღე აღინიშნება, #არაბულინგს’ ,, არა ძალადობას ‘’ ეს იქნება გადაცემის პირველი ნაწილის თემა ვისაუბრებთ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში მიმდინარე ვიდეორგოლების კონკურსზე ,,ჩვენ უარს ვამბობთ იარაღზე და ძალადობაზე'' ,რომელიც საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით უკვე მეორე წელია ტარდება ..-დეტალები დღევანდელ გადაცემაში #არაფორმალურიგანათლებადაბუნიგისპრევენცია მეორე ნაწილი დაეთმობა პროექტს ,,ცოდნის ტაძარი,’’, რომელშიც ბათუმის, ქუთაისი და თბილისი საჯარო სკოლებია ჩართული .. რა არის პროექტის მიზანი და რა აქტივობებს ახორციელებენ მოზარდები ამას გადაცემიდან გაიგებთ სტუმრები : პირველი ბლოკი- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი პაატა დიასამიძე და ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ანრი ატრუშბა. მეორე ბლოკი :ბათუმის პირველი საჯარი სკოლის ისტორიის პედაგოგი ნონა ჩხაიძე და მოსწავლეები მირანდა პაქსაძე , სალომე გურგენიძე და ნიკო კოჩალიძე ქუთაისიდან მე12 საჯარო სკოლის პედაგოგი,პროექტის ავტორი მანანა ჟღენტი .. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე