25 ივნისი 2018, 20:00 16551 ნახვა

პირველი ნაწილი -საზაფხულო დავალებები - რას ფიქრობენ ბავშვები იმ დავალებების რაოდენობაზე , რომლებსაც ისინი სასწავლო წლის დასრულებისას იღებენ... როგორ ახერხებენ დროის გადანაწილებას - ამაზე ,გადაცემის სტუმრებთან ერთად ვიმსჯელებთ -სტუმრები :ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნადია გუნდაძე ..და ბათუმის საერო –ელიტარული სკოლა ,,გორდას ‘’ და ,, მასტერკლასის’’ მოსწავლეები ანა ბოლქვაძე , სანდრო ჩოგაძე და დავით კიკნაძე მეორე ნაწილი დაეთმობა რუბრიკას ,, შავი ზღვის მრავალფეროვნება’’. - იცით თუ არა -რით იკვებებიან შავი ზღვის ერთუჯრედიანი მცენარეები . –მოლუსკების და უხერხემლოების რამდენი სახეობა არსებობს, - რა ახასიათებს მედუზას და რა იდუმალებითაა მოცული შავი ზღვის ბიომრავალფეროვნება , ამაზე , აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი თამარ დარჩია ისაუბრებს .. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)