12 ივლისი 2018, 20:00 17010 ნახვა

WASH-პროექტი- ხელის დაბანის ტექნიკა და USAID –ის მიერ დაფინანსებული ,,წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის’’ პროექტი აჭარაში – დღეს , გადაცემაში ,,ღია ეთერი’’.. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით ხელების დაბანა ჯანმრთელობის დაცვის უმთავრეს წესად ცხადდება. ის ჩვენი ცხოვრების ჩვევად უნდა იქცეს. ჩვევა კი შვილებს ბავშვობიდანვე უნდა ჩამოვუყალიბოთ , რადგან დაუბანელ ხელებს კატასტროფული შედეგები მოაქვს. სწორედ ამ და სხვა ჰიგიენური პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს WASH პროექტი , რომელიც აჭარაში 2015 წლიდან ხორციელდება .. -რა შედეგები მოაქვს პროექტს .-რა დაავადებებს იწვევს დაუბანელი ხელების პრობლემა . -რა იცინ ბავშვებმა და მშობლებმა ხელების სწორად დაბანის შესახებ - როგორ დავარწმუნოთ ბავშვები ხელის დაბანის აუცილებლობაში და -უბრალოდ , როგორ დავიბანოთ ხელები სწორად . დღეს რეკომენდაციები და რჩევები სპეციალისტებისაგან . გადაცემის სტუმრები :დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი – ლელა სტურუა .. ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ზრუნვის კავშირ ,,ჰერა’’ –ს ‘ აღმასრულებელი დირექტორი მარიკა დავითულიანი .. და ბავშვები და მშობლები , რომლებიც თავინთ აზრს გაგვიზიარებენ .. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)