13 თებერვალი 2019, 20:00 18306 ნახვა

დღევანდელ გადაცემაში სოციალურ მეწარმეობაზე ვისაუბრეთ. . დასავლეთის ქვეყნებში სოციალური მეწარმეობა საკანონმდებლო ბაზით რეგულირდება . ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოშიც ინიცირებულია კანონპროექტი სოციალური მეწარმეობის შესახებ და მისი განხილვა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება. მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის არ არსებობის მიუხედავად მატულობს იმ ადამიანების რაოდენობა , რომლებიც თავიანთ თავზე იღებენ სამეწარმეო საქმიანობის გარკვეულ რისკებს და ცდილობენ ინოვაციური მიდგომებით გადაწყვიტონ სოციალური პრობლემები და ამავე დროს დაასაქმონ ის ადამიანები, რომლებსაც ჩვეულებრივ პირობებში დასაქმება უჭირთ . რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტი“ სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ქალბატონებისთვის ტრენინგ-სემინარი ჩაატარა. „კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის „ინტელექტი“ გამგეობის თავმჯდომარე ლევან გობაძე, ტრენინგის მონაწილეები შორენა დოლიძე და ნათია გოგიტიძე.