13 მარტი 2019, 20:00 17692 ნახვა

ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ იმ პროექტებს ეთმობა, რომლებსაც სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორი საზოგადოების კეთილდღეობისა და ცნობიერების ასამაღლებლად ახორციელებს. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ საგანმანათლებლო პროექტზე „პროფკავშირების სკოლა“. პროფკავშირული განათლების აღორძინების ისტორია 1963 წელს ავსტრიიდან დაიწყო. 2016 წელს ავსტრიისა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებების თანამშრომლობით და ავსტრიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით პროფკავშირულმა სკოლებმა თბილისში დაიწყო ფუნქციონირება. ცოტა ხნის წინ კი მსმენელების პირველი ნაკადი მიიღო პროფკავშირების ბათუმის სკოლამ . „კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი და ბათუმის პროფკავშირული სკოლის კოორდინატორი გენო თებიძე.