04 აპრილი 2019, 20:00 16632 ნახვა

აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვები, რეაბილიტაციის პროგრამები, ინკლუზიური განათლება , ინტეგრირებული კლასები , ცვლილებები და სიახლეები - წელს აპრილის თვე მთლიანად ეთმობა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას... 2019 წლის ღონისძიებების სლოგანია - #ცვლილებებიაუტიზმისთვის, როგორ ხდება აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრირება, ჩართვა სასკოლო პროცესში და მათი ადაპტირება სამყაროსთან . რას ითვალისწინებს სარეაბილიტაციო პროგრამები. როგორია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და რა სიახლეებია საკანონდებლო ბაზაში.. - დეტალები დღევანდელ გადაცემაში #გადაცემისსტუმრები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკა დგებუაძე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და ბათუმის მე -13 საჯარო სკოლის ინტეგრირებული კლასის ფსიქოლოგ-პედაგოგები ია შანთაძე და დავით ქათამაძე #ატარელურჯი #გააზიარელურჯი,#გაანათელურჯად #ცვლილებები_აუტიზმისთვის - გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )