ევროპის დღეები 2019
საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით საქართველოში ევროპის დღეებს მეშვიდედ მართავს.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურო კამპანიაში ჩართულ რეგიონულ წარმომადგენლობებს შორის ერთ-ერთია, სადაც ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე არაერთი აქტივობა იმართება.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელი ირმა გაბინაშვილი.