საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკა

24 ივნისი 2019, 15:02 18699 ნახვა

საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკა

ტრადიციულად ყოველ ორშაბათს "კონტაქტში" განათლებაზე ვსაუბრობთ. 
„საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვა“ -ასე ჰქვია ქვეპროგრამას, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2017 წლიდან ახორციელებს. ქვეპროგრამის ფარგლებში აგრარული, აგროინჟინერიის და საბუნებისმეტყველო მიმართულების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებში;

„კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი ჯიმშერ დიასამიძე. 
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების კურსდამთავრებული ლაშა ზოიძე და აგრარული მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ლელა ბერიძე.