ეკოლოგია, როგორც მეცნიერება, მისი მნიშვნელობა და მრავალფეროვნება
დღეს გადაცემაში ეკოლოგიის მრავალფეროვნებაზე ვსაუბრობთ, რომელზეც ეკოლოგი დავით თარხნიშვილი გვეტყვის ყველაფერს.
არც ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ ,რაც გერმანელმა მკვლევარმა ჰეკელმა ხმარებაში შემოიღო ტერმინი ,,ეკოლოგია” (1866წ)და იგი ბევრი ჩვენგანისთვის დღეს პლანეტაზე შექმნილი საშიში სიტუაციის სინონიმი გახდა.
,,ეკოლოლოგიური ინფარქტი”, ,,ეკოლოგიური ინსულტი” ხშირად გაისმის დღეს ეს სიტყვები, ბუნება ულმობლად მიექანება აქეთკენ.
როგორი იქნება სამყაროს მდგომარეობა უახლოეს თუ შორეულ მომავალში?რა გველოდება ჩვენ? შეძლებს თუ არა ადამიანი დაიცვას პლანეტა გაჭუჭყიანებისგან,გონივრულად გამოიყენოს მისი რესურსები?ასეთი კითხვები კარგა ხანია დადგა თითოეული ადამიანის წინაშე.