30 სექტემბერი 2019, 14:29 6491 ნახვა

ქართველმა მორაგბეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს

საქართველოს ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა ურუგვაის ნაკრებს ანგარიშით 33-7 სძლიეს და პრემიალური ქულის მოპოვებაც მოახერხეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველთა 8 ნომერი ოთარ გიორგაძე დასახელდა. ბორჯღალოსნების მხრიდან ლელო ალექსანდრე თოდუამ, ოთარ გიორგაძემ, ლევან ჩილაჩავამ, ჯაბა ბრეგვაძემ და გიორგი კვესელაძემ დადეს. ხოლო თედო აბჟანდაძემ ოთხი წარმატებული გარდასახვა შეასრულა.ურუგვაისთან განარჯვების შემდეგ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს 1 გამარჯვება და 1 წაგება დაუგროვდა. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ფიჯის წინააღმდეგ გამართავს.

გადაცემის სტუმრები: გოჩა შავაძე - აჭარის მკლავჭიდის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი

ლაშა ჩავლეშვილი -აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი