04 ნოემბერი 2019, 11:48 6269 ნახვა

მთავარი თემა ჭადრაკი.

ბათუმში  ევროპის გუნდური ჩემპიონატი დასრულდა  საქართველოს ქალთა ნაკრებმა 15 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. 1 ქულით გაუსწრეს ქართველებს რუსებმა და 16 ქულით ჩემპიონობა იზეიმეს.მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი 14 ქულით აზერბაიჯანის გუნდი გახდა. ჩვენმა მოჭადრაკეებმა წარმატებით იასპარეზეს ჩემპიონატის პირად დაფებზე. ქართული ჭადრაკის ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქალთა შორის საუკეთესო რეიტინგ - პერფომანსი აჩვენა და არამარტო პირველ დაფაზე არამედ მთელ ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მეოთხე ინდივიდუალურ დაფაზე ასევე საუკეთესო იყო და ოქროს მედლით დაჯილდოვდა მერი არაბიძე.

გადაცემის სტუმრები აკაკი იაშვილი- ფიდეს ვიცე პრეზიდენტი. სალომე მელია-  საქართველოს ქალთამოჭადრაკეთა  ნაკრების წევრი

2. დაიჯესტი.

3. ეროვნული ლიგის მიმოხილვა