მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის ორგანიზებით “მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში” პროექტის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ორდღიანი შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობებში მედიის მნიშვნელობისა და როლის ხაზგასმას.
დღეს გადაცემაში კომენტარის სახით საუბრობენ - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების ადრეული შეტყობინების განყოფილების უფროსი სოსო ქინქლაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სტიქიური პროცესების საინჟინრო გეოლოგიის და გეოეკოლოგიის სამმართველოს უფროსი გიორგი გაფრინდაშვილი, და გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი.