აგრარული ექსტენცია

29 იანვარი 2020, 17:47 21349 ნახვა

აგრარული ექსტენცია

#კონტაქტი
ტრადიციულად ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემებს ეთმობა.
სპეციალისტების მოსაზრებებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების დაბალ პროდუქტიულობას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ფერმერთა ცოდნის დაბალი დონე, მწირი ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიების შესახებ, ფერმერების დაბალი მოტივაცია, წარმოების საშუალებებთან, აგრარულ ბაზრებთან და კაპიტალთან მათი წვდომის სირთულე და სხვა. თუმცა, ყველა ჩამოთვლილ ფაქტორთა შორის, მეტი ცოდნის მიღება და ინფორმაციასთან წვდომის შესაძლებლობა საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
ექსტენციის სისტემა იმ პრობლემათა გადასაჭრელად არის მოწოდებული, რომლებიც ხვდებათ ფერმერებს ცოდნის მიღების გზაზე, რაც შესაბამისად აფერხებს დარგის პროდუქტიულობის, მომგებიანობისა და კონკურენტუნარიანობის შემდგომ ამაღლებას.
დღევანდელ გადაცემაში აგრარული ექსტენციის მიწოდების პროგრამაზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ბოლქვაძე.