23 თებერვალი 2020, 13:37 9432 ნახვა

მურასაკი შიკიბუ „ამბავი უფლისულ გენჯისა“

ყველა ქვეყნის ისტორიაში არის გარდამტეხი პერიოდები. იაპონიის ისტორიაში ერთ-ერთი ასეთი პერიოდი VIII-XI საუკუნეებს მოიცავს. ეს ის დროა, როცა ქვეყანა ჩინეთის გავლენისგან თავისუფლდება; როცა იწყება ახალი, ჰეიანური ეპოქა. სწორედ XI საუკუნეში ცხოვრობდა იმპერატორის კარის სეფექალი, უძველესი გვარის, ფუჯივარას წარმომადგენელი მურასაკი შიკიბუ, რომლის მიერ შექმნილმა ნაწარმოებმა „ამბავი უფლისწული გენჯისა“ საუკუნეებს გაუძლო.