05 მარტი 2020, 12:17 9943 ნახვა

ნარჩენების მართვის ახალი სისტემა

ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ბაზარი კონცენტრირებულია თბილისში (48%) და დიდ ქალაქებში - ბათუმსა (13%) და ქუთაისში (11%).ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების შეგროვების და დამუშავების არსებული ინფრასტრუქტურა ჯერჯერობით ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, აღნიშნულიდან გამომდინარე ელექტრონული ნარჩენების ნაწილი ხვდება ნაგავსაყრელზე, ნაწილი ბარდება ჯართის მიმღებ პუნქტში. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციები პასუხისმგებელი იქნებიან ამ კატეგორიის ნარჩენების შეგროვებაზე და მის შემდგომ დამუშავებაზე.