10 ივლისი 2020, 14:25 8937 ნახვა

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება

ონის ჰესების კასკადის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, მდინარე რიონზე, ორსაფეხურიანი ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურის კასკადის - ონი 1 ჰესი (122.46 მგვტ) და ონი 2 ჰესი (83.7 მგვტ) მშენებლობა და ექსპლუატაცია იგეგმება. ჰესების კასკადის საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებულია გერმანული კომპანია „Lahmeyer International”-ის, ხოლო გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში შპს „გამა კონსალტინგის”მიერ.