სოფლად მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამა „იდეებიდან წარმატებამდე“

08 ივლისი 2020, 17:37 15553 ნახვა

სოფლად მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამა „იდეებიდან წარმატებამდე“

დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ სოფლად მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამაზე „იდეებიდან წარმატებამდე“

მას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებს. პროექტი დაფინანსებულია აჭარის მთავრობის მიერ. პროექტის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამამ ბათუმის ბიზნეს ინკუბატორთან პარტნიორობით გამოაცხადა საგრანტო კონკურსი დამწყები და არსებული მიკრო/მცირე ბიზნესზე ორიენტირებული სუბიექტების მხარდასაჭერად. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 30 ივნისს დასრულდა, ახლა კი მათი განხილვა მიმდინარეობს

ამ თემაზე "კონტაქტის" სტუდიის სტუმარი იყო ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის დირექტორი კახა შავაძე.