მუზეუმი და მრავალფეროვნება
#კონტაქტი
აჭარის მუზეუმის ბათუმის არქეოლოგიურმა მუზეუმმა ახალი პროექტი „მუზეუმი და მრავალფეროვნება „ დაიწყო, რომლის მიზანი შიდა ტურიზმის ხელშეწყობაა. პროექტის მონაწილეებისთვის მოეწყობა შემეცნებით ექსკურსიები მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში და მასტერ-კლასები კერამიკულ სახელოსნოში.
დღევანდელი, 17 ივლისის გადაცემის სტუმრები იყვნენ აჭარის მუზეუმის ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველის მოადგილე თამარ შალიკაძე , ექსპოზიციის სამსახურის უფროსი იზოლდა დუმბაძე და კერამიკული სახელოსნოს ხელმძღვანელი ლია კასპელაშვილი.