პირველად საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შავი ზღვის რაპანის სიღრმისეული კვლევა დაიწყო

12 ოქტომბერი 2020, 21:33 10067 ნახვა

პირველად საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შავი ზღვის რაპანის სიღრმისეული კვლევა დაიწყო

პირველად  საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შავი ზღვის რაპანის სიღრმისეული კვლევა დაიწყო.  რაპანის კვლევა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, ხმელთა შუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის და პროექტის „BlackSea4Fish“-ის ფარგლებში ხორცილდება  და მასში გარემოს ეროვნული სააგენტოს  სპეციალისტებთან ერთად უცხოელი კოლეგები  არიან ჩართულები, დადგინდება რაპანის რაოდენობრივი მაჩვენებელი, რა ზეგავლენას ახდენს გარემოზე და შეფასდება როგორც რესურსი

ექსპედიციაში უშუალოდ მონაწილეობს - გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტი რამაზ მიქელაძე,  რომელიც პირდაპირ ეთერში საუბრობს კვლევის მიზანზე.