აჭარაში თევზსაშენი მეურნეობების განვითარების პერსპექტივა
ყოველ ოთხშაბათს „ კონტაქტი“ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემას ეთმობა.
დღევანდელი, 4 ნოემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ რეგიონში თევზსაშენი მეურნეობების განვითარების პერსპექტივაზე.
გადაცემის სტუმრები იყვნენ:აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ ხელმძღვანელი სოფო დიასამიძე და მეთევზე-ფერმერი ქედის მუნიციპალიტეტიდან რამაზ გოგიტიძე.