გიორგი გარაყანიძის სახელობის ბათუმის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი. ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ბაფიტი
დღევანდელი, 5 ნოემბრის გადაცემის პირველი ნაწილი გიორგი გარაყანიძის სახელობის ბათუმის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის მე-15 საერთაშორისო ფესტივალს დაეთმო. "კონტაქტის" სტუმარი იყო ფესტივალის ორგანიზატორი,მუსიკოლოგიის დოქტორი ხათუნა მანაგაძე. გადაცემის მეორე ნაწილში კი ვისაუბრეთ იდეაზე, რომელმაც მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის "შენი იდეა ბათუმს " ფარგლებში გამოცხადებულ ;კონკურსში ხმის მიცემის ეტაპზე გადასულ 20 იდეას შორის ყველაზე მეტი ხმა დააგროვა.
იდეის სახელწოდებაა ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ბაფიტი / street art movement BAFFITI
იდეის ავტორი, ქუჩის მხატვარი იოსებ ჯორბენაძე იყო "კონტაქტის" სტუმარი .