არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
,,ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას", აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. დღევანდელი , 20 ნოემბრის გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი იყო ეთნოგრაფი თემურ ტუნაძე.
„ხორუმის“, „განდაგანას“ და „ფერხულის“ შემდეგ ცეკვა "ქართული " არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა. „კონტაქტის „ მეორე ნაწილის სტუმარი იყო ბათუმის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის „ბათუმი“ ქორეოგრაფ-რეპეტიტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე მირანდა ბაღდადიშვილი.